საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩამდე პირველად, არასრულფასოვანი შემადგენლობით ივარჯიშა (ფოტო)

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული და ერთა ლიგის გათამაშების დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საწვრთნელი პროცესის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული ვარჯიშის პარალელურად, საწვრთნელ პროცესში რამდენიმე ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ჩაერთო.

ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებული შემადგენლობიდან თბილისში უკვე 22 ფეხბურთელი იმყოფება. კიდევ შვიდი ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს – გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი) დედაქალაქში უახლოეს საათებში ჩამოვლენ და საქართველოს ნაკრებს 10 ნოემბრიდან შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩამდე პირველად, არასრულფასოვანი შემადგენლობით ივარჯიშა (ფოტო) 1

საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩამდე პირველად, არასრულფასოვანი შემადგენლობით ივარჯიშა (ფოტო) 2

საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩამდე პირველად, არასრულფასოვანი შემადგენლობით ივარჯიშა (ფოტო) 3

 

საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩამდე პირველად, არასრულფასოვანი შემადგენლობით ივარჯიშა (ფოტო) 4

საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩამდე პირველად, არასრულფასოვანი შემადგენლობით ივარჯიშა (ფოტო) 5

საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩამდე პირველად, არასრულფასოვანი შემადგენლობით ივარჯიშა (ფოტო) 6

(1282)

საქართველოს ნაკრებმა მაკედონიასთან მატჩამდე პირველად, არასრულფასოვანი შემადგენლობით ივარჯიშა (ფოტო)

სტატიის ავტორი
-