Belive

საქართველოს ნაკრებს ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი სპონსორი ჰყავს - ეროვნული გუნდის პარტნიორი უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკი იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. აქამდე, საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორი კომპანია VTB იყო, რომელთან ხელშეკრულებაც მარტის თვეში შეყწდა. საქართველოს ნაკრები 2022 წლის პირველ შეხვედრას 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართავს.

სხვა სტატიები