Belive

საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან მატჩის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრას დღეს დინამო არენაზე გამართავს. ესტონეთის წინააღმდეგ მზადების პროცესში რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს მიკროტრავმა ჰქონდა. ისინი სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.  ამ დროისთვის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დღევანდელ თამაშს საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოტოვებს. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ესტონეთთან მატჩის განაცხადში არ იქნებიან. საქართველოსა და ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 18 ნოემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები