საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.

ეროვნული ნაკრების პირველ შეკრებაზე, რომელიც ვლადიმირ ვაისის მომზადებულმა გუნდმა, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე გაიარა, გიორგი ქვილითაია დაშავდა.

“გენტის” თავდამსხმელი მოახლოებულ შეხვედრებს გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” 7 ივნისს გიბრალტარს მიიღებს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიაში ჩავა და ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

(123)

საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელი გამოაკლდა

სტატიის ავტორი
-