Belive

საქართველოს ნაკრებს ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურის მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" ხვალ დუბლინში, ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ქართველები ირლანდიაში არიან და გასამართი უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის პირველად ივარჯიშეს. ცნობილია, რომ თბილისში დარჩენა მოუწიათ ჯანო ანანიძესა და ჯიმი ტაბიძეს, რომლებმაც შვეიცარიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღეს. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც 2 დღის წინ, შვეიცარიასთან 0:2 წაგებულ მატჩში დაზიანების გამო მონაწილეობა ვერ მიიღო.

სხვა სტატიები