Belive

საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ერთა ლიგის C დივიზიონის სასტარტო შეხვედრებისთვის ვლადიმირ ვაისმა გუნდში 27 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა ტრავმის გამო, გუნდმა უკვე 4 მათგანი მოისაკლისა. თავდაპირველად, დაზიანება ჯიმი ტაბიძემ მიიღო, რომელიც "დინამო თბილისის" ცენტრალურმა მცველმა დავით კობოურმა შეცვალა, ვისთვისაც ეს ნაკრებში სადებიუტო შეკრებაა. მოგვიანებით, "ფერენცვაროშის" უკანახაზელი ლაშა დვალი დაშავდა, ვისც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და ის "დინამო ბათუმის" დამცველმა მამუკა კობახიძემ შეცვალა. სულ ბოლოს, ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდს ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ნავალოვსკიც გამოაკლდნენ. სლოვაკ სპეციალისტს დანაკლისი ჯერჯერობით არ შეუვსია და ამჟამად, ნაკრების განაცხადში 25 ფეხბურთელი ვარჯიშობს. ვაისის გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირია: როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი). ეროვნული ნაკრები ს.კ "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და ვარჯიში დაიწყო. ქვეყნებს შორის დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე შეზღუდვების გამო, ლეგიონერების უმრავლესობა საწვრთნელ პროცესში 1 სექტემბრიდან ჩაერთვება. ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა და თურქულ სუპერლიგაში მოასპარეზე საბა ლობჟანიძემ ივარჯიშეს.

სხვა სტატიები