Belive

საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო მორიგი ფეხბურთელი გამოაკლდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ მატჩს გამართავს. "ჯვაროსნები" 5-ში სამხრეთ კორეას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, 3 დღეში კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიას უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრებში სანაკრებო პაუზისას ტრავმები იშვიათი არ არის და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმერ ვაისის გუნდს მოახლოვებული მატჩების გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკა კვეკვესკირი გამოაკლდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება დავით ხოჭოლოვაც. დონეცკის "შახტარის" ცენტრალურმა მცველმა მხრის ტრავმა მიიღო და მოედანს 2-3 კვირით დაემშვიდობა.

სხვა სტატიები