Belive

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას ქეცბაიასთან აწარმოებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები თითქმის უკვე 3 თვეა უმწვრთნელოდაა. ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ პოსტი ჯერ არავის დაუკავებია. როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას თემურ ქეცბაიასთან აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისის" 52 წლის სპეციალისტს "ჯვაროსნების" მწვრთნელად უკვე უმუშავია, 2009-2014 წლებში.
აღნიშნული ინფორმაცია კახა ცხადაძემ პირველ არხთან საუბარში გაავრცელა: "ჩემს შესახებ გადაწყვეტილება ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. როგორც ვიცი, ახლა ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს," - ამბობს ცხადაძე.

სხვა სტატიები