Belive

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.

2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა. 

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2015 წელს დაინიშნა, 2019 წელს კი ის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.

gff.ge

სხვა სტატიები