Belive

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის მომზადებული გუნდი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში დანიის, ისრაელისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს, მომდევნო ეტაპზე კი ორი საუკეთესო გუნდი გავა. ეროვნულ გუნდს ლეგიონერები უკვე შეუერთდნენ, გუშინ კი გუნდმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 16 ფეხბურთელია, ოფიციალურ განაცხადში კი 14 მოხვდება. ჯგუფური ეტაპის პირველი თამაშს, საქართველო გერმანიასთან ხვალ, 30 იანვარს გამართავს. მატჩი 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. შეხვედრები 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

სხვა სტატიები