Belive

საქართველოს ქალთა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროები 5:1 გაანადგურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
14 ივნისს, “დავით პეტრიაშვილი არენაზე” საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით - 5:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი ხატია ჭყონიამ შეასრულა, თითო გოლი კი, თეონა ბაქრაძემ, ლელა ჭიჭინაძემ და თამრიკო სალუქვაძემ გაიტანეს. საქართველო: სუხაშვილი, ქადაქიშვილი (85’ დიმოპულუ), პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი (46’ კალანდაძე), ბაქრაძე (76’ სალუქვაძე), ჭიჭინაძე (76’ პოღოსიანი), ჭყონია (76’ წოწერია), დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი სათადარიგო შემადგენლობა:გაბუნია, ბოლქვაძე მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე გაფრთხილება: 73’ პასიკაშვილი, 87’ ალმანსური გოლები: 1:0 ბაქრაძე (7), 2:0 ჭყონია (13), 3:0 ჭყონია (47), 3:1 რაუხი (ს.კ) (50), 4:1 ჭიჭინაძე (64), 5:1 სალუქვაძე (90+1) ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების პროცესში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 17 ივნისს გამართავს. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები