საქართველოს რეკორდი – კვარაცხელიას სატრანსფერო ფასმა ორნიშნა ნიშნულს მიაღწია

დღეს Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება განაახლა.

შესაბამისად, ცვლილება შეეხო “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასაც.

ახალგაზრდა ქართველი ვინგერის ფასი საფეხბურთო სააგენტომ 2,5-ით გაზარდა და ახლა ის 10 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდო მაჩვენებელია – 10 მილიონად Transfermarkt-ზე აქამდე მხოლოდ საბა კვირკველია იყო შეფასებული. აქვე გეტყვით, რომ შეიცვალა “როტორის” ცენტრალური მცველის ღირებულებაც – კვირკველია 2 მილიონით გაიაფდა და 3 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ხვიჩას შემდეგ ყველაზე ძვირად შეფასებული გიორგი ჩაკვეტაძეა – 6 მილიონი. სამწუხაროდ, “გენტის” 10-იანს უკვე დიდი ხანია არ უთამაშია.

(492)

საქართველოს რეკორდი – კვარაცხელიას სატრანსფერო ფასმა ორნიშნა ნიშნულს მიაღწია

სტატიის ავტორი
-