Belive

საქართველოს საკლუბო რეიტინგში ფარერებმა გადაუსწრო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროტურნირების ახალი სეზონი დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, 4 ქართული გუნდიდან პირველ მატჩში გამარჯვება მხოლოდ "დინამო ბათუმმა" მოიპოვა. UEFA-ს ლაივ საკლუბო რეიტინგში საქართველოს ჩემპიონატი უკვე დაქვეითდა ორი პოზიციით. ეროვნული ლიგა 55 ქვეყნიდან 43-ე იყო, ახლა კი 45-ე ადგილზე ჩამოვიდა. გარდა ამისა, საქართველოს უკვე უსწრებს ფარერების ჩემპიონატიც. ფარერების ორივე წარმომადგენელს კონფერენს ლიგაზე თამაში არ წაუგია. "კლაკსვიკმა" სტუმრად ლატვიური "რფს" 2:3 დაამარცხა, ხოლო "რუნავიკი" ფინურ "ჰონკასთან" არ დამარცხდა - 0:0.

სხვა სტატიები