Belive

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წლის 19 ნოემბერს ამხანაგურ მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა (იხ. ბმული) . შეხვედრა ხორვატიაში გაიმართება. შეგახსენებთ, ხორვატია მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, 2018 წელს გამართულ მუნდიალის ფინალში ჩვენი მომავალი მეტოქე საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა. ხორვატია და საქართველო ისტორიაში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2011 წლის 26 მარტს ლევან კობიაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, 3 ივნისს კი მასპინძელმა ხორვატიამ ანგარიშით 2:1 მოიგო.

სხვა სტატიები