Belive

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია! (შემადგენლობა)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: პოლონური კორონას 21 წლის ქართველი ლეგიონერი - ვატო არველაძე. ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა,რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი) გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი ), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი) , გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).

სხვა სტატიები