Belive

საქართველოს საუკეთესო ათეულში - მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი გაიზარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასმა 600 000 ევროთი მოიმატა. აქამდე, "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი 1 200 000 ევრო ღირდა, ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება 1 800 000 ევროს შეადგენს. მიქაუტაძის სატრანსფერო ფასის ზრდა მის კარგ სათამაშო ფორმას უკავშირდება. მას მერე, რაც იგი მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბელგიურ კლუბში დაბრუნდა, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა. ლიგა 1-ის ბინადარ "მეცთან" კონტრაქტის მქონე ფეხბურთელი ამ ცვლილების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების ტოპ ათეულში შევიდა. ამ სიას 18 მილიონი ევროთი ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს.

Transfermarkr.com-ის ინფორმაციით, სულ ისეთი 17 ფეხბურთელია, რომელიც სულ მცირე 1 მილიონი ევრო ღირს:

სხვა სტატიები