Belive

საქართველოს თასის ფინალს პოლონელი არბიტრები განსჯიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 2021-ის ფინალური შეხვედრა 8 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენლები წყალტუბოს "სამგურალი" და თბილისის "საბურთალო" დაუპირისპირდებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალურ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იაროსლავ პშიბილი იქნება, მას ასისტენტობას კონრად საპელა და არკადიუშ ვუიჩიკი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნულ მატჩებზე სფფ-ის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს, შესაბამისად ფინალურ შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. "სამგურალისა" და "საბურთალოს" ფინალური დაპირისპირება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩს სტადიონის ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივრთა რაოდენობა დაესწრება.

წყარო: GFF.GE

სხვა სტატიები