Belive

საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი (საუკეთესო 17-წლამდე ფეხბურთელი): ლუკა გაგნიძე ("დინამო თბილისი). ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი (საუკეთესო 19-წლამდე ფეხბურთელი): გიორგი გულიაშვილი ("საბურთალო"). საუკეთესო მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი. ქალთა ფეხბურთის საუკეთესო  მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე. საუკეთესო ქალი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში: ხატია ჭყონია. ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი. ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე: არჩილ სებისკვერაძე. საუკეთესო ქართული გოლი: გიორგი გულიაშვილი (საქართველოს 19-წლამდე ნაკრები). საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ზურიკო დავითაშვილი (ყაზანის "რუბინი"). საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ტატიანა მატეევა. წლის საუკეთესო ქართველი მამაკაცი ფეხბურთელის წოდება ჯაბა კანკავამ მოიპოვა.

სხვა სტატიები