Belive

საქართველოს U19 საფეხბურთო ნაკრებმა იტალიის ნაკრები დაამარცხა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 5 დეკემბერს, ამხანაგური მატჩი შედგა საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე დაიწყო. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველმა U19 ფეხბურთელებმა, იტალიელი თანატოლები 2:1 დაამარცხეს. ანგარიში მე–16 წუთზე იტალიელმა ფეხბურთელმა მორამ გახსნა (0:1). მატჩის 24–ე წუთზე ანგარიში "საბურთალოს" თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა გაათანაბრა (1:1). მატჩის მიწურულს, საქართველოს ნაკრები 2:1 დაწინაურდა,  გამარჯვების გოლი "მარტვილის მერანის" ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები