Belive

საქართველოსა და ბელარუსის მატჩს ვიდეორეფერი მოემსახურება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
8 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. UEFA-ს გადაწყვეტილებით, "ჯვაროსნებისთვის" პრინციპულ მატჩს ვიდეორეფერი მოემსახურება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც "დინამო არენაზე" VAR-ის სისტემა იმუშავებს. გარდა ამისა, UEFA-ს ოფიციალური გვერდის თანახმად, საქართველო-ბელარუსის მატჩის მთავარი არბიტრი ჯუნეით ჩაქირი იქნება. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება "დინამო არენა" 8 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები