Belive

"საქართველოში 10 წელია არ ვყოფილვარ, მაგრამ ის ჩემი სამშობლოა" - მიქაუტაძის ინტერვიუ ეროვნულ გუნდში გამოძახების შემდეგ 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა ჟორჟ მიქაუტაძემ "სერაინის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ის ეროვნულ გუნდში მიწვევაზე და საქართველოს მოქალაქეობის არჩევანზეც საუბრობს.
"საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ვისაუბრე, რომელიც მაკვირდებოდა და მითხრა, რომ მას მოსწონდა ჩემი თამაში. სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ არ გამკვირვებია საქართველოდან მოწვევა, თუმცა უპირველეს ყოვლისა დიდი სიამაყე ვიგრძენი. სიამაყე არამხოლოდ საკუთარ თავის, არამედ ჩემი ოჯახის გამოც. ჩემი მშობლები საფრანგეთში ცხოვრობენ, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა. ამ არჩევანს, როგორც ჯილდოს და სამომავლოდ წახალისებას, ისე მივიღებ. უპირველეს ყოვლისა, რეალისტი ვარ და ვაცნობიერებ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელების ხარისხს. გარდა ამისა, ნამდვილად ვაფასებ ვილი სანიოლის დამოკიდებულებას.მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან საქართველოში აღარ ვყოფილვარ, ეს ქვეყანა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ გარკვეული სათამაშო დრო მექნება და შევძლებ წარმატებაში წვლილის შეტანას. ვეცდები, რომ გავიტანო გოლები, გავაკეთო საგოლე გადაცემები და ჩემი თანაგუნდელებისთვის პროდუქტიული გამოვდგე", - უთხრა 20 წლის ფორვარდმა ბელგიური კლუბის პრესსამსახურს.
საქართველოს ნაკრები შეკრებას 22 მარტიდან დაიწყებს და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ სამ ტურში, შვედეთის, ესპანეთის და საბერძნეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება, შესაბამისად, 25, 28 და 31 მარტს. ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები