Belive

საქართველოსთან მარცხის შემდეგ ბულგარეთის ნაკრებს დროებითი მწვრთნელი ჰყავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსთან განცდილი მარცხის (2:5) შემდეგ, ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, გუნდს დროებით გეორგი ივანოვი უხელმძღვანელებს. სწორედ ის ჩამოიყვანს ბულგარეთის ნაკრებს 12 ივნისს საქართველოში, "დინამო არენაზე" გასამართი მატჩისთვის. ივანოვი ბულგარეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოზიციასაც იკავებს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, მას მოუწევს, რომ მთავარი მწვრთნელის როლიც შეასრულოს. გეორგი 1996-2005 წლებში ბულგარეთის ეროვნულ გუნდშიც თამაშობდა, სადაც 33 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები