Belive

საქართველოსთან მარცხის შემდეგ, კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი გაათავისუფლეს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში – 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ მათი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ბერნარდ შალანდესის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. ამის მიზეზი გუნდის ცუდი სათამაშო ფორმა და შედეგები გახლდათ. 70 წლის შვეიცარიელ მწვრთნელს კოსოვოს ნაკრებთან კონტრაქტი 2022 წლის დეკემბრამდე აკავშირებდა, მაგრამ როგორც კოსოვოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მძიმე გამოსვლა გახდა. კოსოვოს ნაკრებმა საქართველოს მსგავსად, B ჯგუფში 7 ტურში 4 ქულა მოიპოვა და ბოლო, მეხუთე პოზიციას იკავებს. 2016 წლიდან მოყოლებული,​ შალანდესის ხელმძღვანელობით გამართული 37 შეხვედრიდან 16 კოსოვომ მოიგო, 8 ფრედ დასრულდა, 13-ში კი მეტოქემ იმარჯვა.

სხვა სტატიები