Belive

საქართველოსთან მატჩის წინ: მაკედონიის ნაკრების წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ, ჩრდ. მაკედონიის ეროვნული გუნდის წევს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც მაკედონიური მედია იტყობინება, COVID19-ის ტესტზე დადებითი პასუხი გუნდის და ადგილობრივი "სილექსის" მეკარეს დანიელ ბოზინოვსკის ეხება, რომელიც ნაკრებში მესამე მეკარის სტატუსს ატარებს. ბოზინოვსკის ეროვნულ გუნდში მას მერე გამოიძახეს, რაც საქართველოსთან უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრაში (1:1) სტოლე დიმიტრიევსკიმ წითელი ბარათი მიიღო და ესტონეთთან და სომხეთთან დარჩენილ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. derbi.mk წერს, რომ გუნდში პანიკის საფუძველი არ არის, ვინაიდან ინფიცირებული ფეხბურთელი იზოლირებულია. იგორ ანგელოვსკიმ ნოემბერში გასამართი სამი შეხვედრისთვის გუნდში ოთხ მეკარეს უხმო, ახლა კი მის განკარგულებაში მხოლოდ სამი: სტოლე დიმიტრიევსკი, დამიან იანგიოვსკოვი და მარტინ ბოგატინოვი რჩება.

სხვა სტატიები