Belive

საქართველოსთან შვეიცარიის ორი ლიდერი ვერ ითამაშებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი, ჯერდან შაჩირი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს - აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ბრიტანულმა BBC-მ გაავრცელა. შაჩირი მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდა - წარმოშობით ალბანელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 6 გოლი გაიტანა, თუმცა 30 იანვრის შემდეგ იგი მოედანზე არ გამოჩენილა. შაჩირის გარდა, საქართველოს ნაკრებთან "ბენფიკას" შემტევი, ჰარის სეფეროვიჩიც არ ითამაშებს - შაჩირის მსგავსად, სეფეროვიჩსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა - შვეიცარიელმა ფორვარდმა 2018/2019 წლების სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 19 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიას 23 მარტს დაუპირისპირდება. შვეიცარიის გარდა, საქართველოს დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება.

ასევე იხილეთ: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიასთან მატჩში

სხვა სტატიები