Belive

საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ ნიდერლანდებს სილესენი გამოაკლდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მეკარე - იასპერ სილესენი საქართველოს წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩსა და ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, რის გამოც იასპრეს სილესენი ევრო 2020-ზე ასპარეზობას ვერ შეძლებს. კორონავირუსით დაინფიცირებულ სილესენს, "ალკმაარის" კიპერი - მარკო ბიზოტი ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ნიდერლანდები საქართველოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 6 ივნისს, ენსხედეში გაიმართება.

სხვა სტატიები