Belive

სარეკორდო კონტრაქტი?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური გამოცემები წერენ, რომ "ბარსელონა" გუნდის კაპიტნისა და თილისმის ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უკვე მუშაობს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის მიზანია, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სულ მცირე 2022 წლამდე შეინარჩუნოს. გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერები მზად არიან არგენტინელ სუპერვარსკვლავს 10-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, რაც ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდი იქნება. ამრიგად. "ბლაუგრანას" სურს, რომ 5 "ოქროს ბურთის" მფლობელ ფეხბურთელთან თანამშრომლობა მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგაც გააგრძელოს. 12 წლის ასაკიდან, არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი "ბარსელონაში" ირიცხება და 2005 წლიდან მთავარი გუნდის შემადგენლობაშია. "ბარსას" მაისურით ლეომ 692 მატჩი ჩაატარა, 604 გოლი გაიტანა და 33 ტიტული მოიგო. მესის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება.

სხვა სტატიები