Belive

სარი არ ნებდება - იუვენტუსის 3 ვარსკვლავი ჟორჟინიოს სანაცვლოდ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაურისიო სარის რჩეული ფეხბურთელის სანაცვლოდ, "იუვენტუსი" შესაძლოა სამ ვარსკვლავს შეელიოს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბიანკონერის" მთავარ მწვრთნელს ჟორჟინიოს ტრანსფერი სურს, რომლის გასაფორმებლად მზადაა დუგლას კოშტა, ადრიენ რაბიო და ფედერიკო ბერნანდესკი დათმოს. "ნაპოლის" მაისურით ასპარეზობის დროს, ჟორჟინიოს მაურისიო სარი წვრთნიდა. იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი სწორედ ჟორჟინიო შეიძინა. სარის რჩეული ფეხბურთელის ხილვა "იუვენტუსშიც" სურს. მირალემ პიანიჩის პოტენციური ტრანსფერის პარალელურად, სარი მიიჩნევს, რომ ჟორჟინიო მას იდეალურად ჩაანაცვლებს. ამ წუთისათვის მოლაპარაკებების კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატები" და "იუვენტუსის" წარმომადგენლები შესაძლოა ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

სხვა სტატიები