Belive

სარი: როდესაც ჩელსის ვტოვებდი, რამდენიმე ფეხბურთელმა იტირა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაურიციო სარი ამჟამად "იუნვეუტისის" მთავარი მწვრთნელია. იტალიელი, კლუბს სეზონის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში. იტალიელი სპეციალისტი, ტურინულ გრანდამდე, ლონდონის "ჩელსის" წვრთნიდა, სადაც ევროპის ლიგის მოგება შეძლო. ფინალში მათ "არსენალი" 4:1 დაამარცხეს. იმ სეზონში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ სარის ფეხბურთელებთან პრობლემები ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით მაურიციომ მცირე კომენტარი გააკეთა. "დიახ სიმართლეა, რომ მე პრობლემები მქონდა ფეხბურთელებთან. ჩვენი აზრები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვეოდა, მაგრამ როდესაც გაიგეს, რომ გუნდს ვტოვებდი და "იუვენტუსში" მივდიოდი, ბევრმა მათგანმა ცრემლები ვერ შეიკავა და იტირა." - განაცხადა სარიმ შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტით არც ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელები არიან მოხიბლული.

სხვა სტატიები