Belive

სარი: "ჩელსიში დარჩენა მინდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ განცხადება გააკეთა და ლონდონში დარჩენის სურვილი გამოხატა. "პრემიერ ლიგა შესანიშნავი ტურნირია და მომავალ წელსაც აქ დარჩენა მსურს. მინდა, რომ "ჩელსის" ისევ ვწვრთნიდე, რადგან გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები მყავს. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ჩვენ "ლივერპულისა" და "სიტის" უფრო მძლავრ კონკურენციას გავუწევთ. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მოკლე პერიოდში ამ ორი გუნდის დაძლევის მცირე შანსი არსებობს. მე დრო მჭირდება. როდესაც "ნაპოლიში" სამუშაოდ მივედი, გუნდი "იუვენტუსს" 24 ქულით ჩამორჩებოდა. მომდევნო წლებში ეს ჩამორჩენა 9, 6 და 3 ქულამდე შევამცირე. დრო მომეცით და გუნდს მიზნამდე მივიყვან," განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.~ აღსანიშნავია, რომ მაურისიო სარიზე "ჩელსიში" დიდ იმედებს ამარებდნენ, თუმცა იტალიელ სპეციალისტს და შესანიშნავ ტაქტიკოსს ჯერჯერობით ლონდონში შედეგი არ დაუდია.

სხვა სტატიები