Belive

სარი: "დარჩენა მსურს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და არაფერს ცვლის

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში, "ჩელსი" "არსენალს" დაუპირისპირდა. ბაქოში, "ოლიმპიურ სტადიონზე" გამართული მატჩი "ჩელსის" გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციაზე მაურისიო სარიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "შედეგით უზომოდ ბედნიერი ვარ. გასულ თვეებში საკმაოდ მძიმე პერიოდი გვქონდა თუმცა თამაშის გამოსწორება და დამსახურებული გამარჯვების მოპოვება შევძელით. მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ფეხბურთელის ან მწვრთნელის გვარია ამოტვიფრული მაისურზე გამარჯვება გუნდმა მოიპოვა და არა რომელიმე ფებურთელმა ან მწვრთნელმა. "მანჩესტერ სიტისთან" გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი გარდამტეხიაღმოჩნდა, რის შემდეგაც სწორად გავაანალიზეთ მომხდარი და ამ დამსახურებულ გამარჯვებამდე მოვედით." "პირველი ტაიმი საკმაოდ რთული გამოდგა. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი რომ მეტი გამბედაობით ეთამაშათ. მარცხის რისკის მიუხედავათ ფეხბურთელებს მოვუწოდე რომ მეტი შემართებით გასულიყვნენ მოედანზე,საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ დადამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, გულშემატკივრებმაც ისიამოვნეს თამაშით." "როგორც იცით აზარი ბრწყინვალე ფეხბურთელია. 2-3 თვე გჭირდება იმისათვის, რომ მისი კარგად გაცნობა შეძლო, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დარწმუნდები მის ბრწყინვალებაში. ვიცოდი მისი გადაწყვეტილების შესახებ. საკუთარ მომავალს რაც შეეხება "ჩელსის" მფლობელთან ჯერ არ მისაუბრია. აბრამოვიჩთან საუბარი მსურს და ვიცი, რომ კლუბის მესვეურებსაც სურთ ჩემთან საუბარი. ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, ვმართავთ შეხვედრას. მეტს ვერაფერს ვიტყვი, "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ბედნიერი ვარ პრემიერ ლიგაში მოღვაწეობით. მიმაჩნია, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნდა დავრჩე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, რომელიც არაფერს წყვეტს."  

სხვა სტატიები