Belive

სარი: "კანტე ამ მხრივ კარგი არ არის"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ ნ'გოლო კანტეს შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტის ხელში გუნდი ძალიან ცუდად თამაშობს და ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. ბუნებრივია, "ჩელსის" ფანები თავისი საყვარელი გუნდის თამაშით უკმაყოფილოები არიან. ქომაგებმა სარის ტაქტიკის მთლიანი სისტემა დაიწუნეს, რასაც მატჩების მიმდინარეობისას, სხვადასხვა სიმღერებით გამოხატავენ. აღსანიშნავია, რომ მაურისიო სარიმ ლონდონელთა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის, კანტეს პოზიციაში მცირე ცვლილებაც კი შეიტანა. ფრანგი საყრდენი ნახევარმცველის როლში აღარ გვევლინენა. "ამ პოზიციაზე მჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ბურთთან ერთად სწრაფად იმოძრავებს. კანტე კი ამ მხრივ კარგი არ არის. ეჭვგარეშეა, რომ ნ'გოლო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა მისი უნარები უფრო სხვა მხრივ მჭირდება." - განაცხადა სარიმ.  

სხვა სტატიები