Belive

სარი: ლოფტუს-ჩიკი მსოფლიო დონის მოთამაშე გახდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელის, რუბენ ლოფტუს-ჩიკისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მაურისიო სარიმ ახალგაზრდა ფეხბურთელზე განცხადება "უოტფორდის" დამარცხების (3:0) შემდეგ გააკეთა, სადაც ლოფტუს-ჩიკმა გოლის გატანა მოახერხა. "რუბენ ლოფტუს-ჩიკი არის ფეხბურთელი, რომელიც ინგლისურ ფეხბურთს სჭირდება. იგი ყოველდღე ვითარდება და ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი შეუძლია გახდეს. იტალიელმა სპეციალისტმა გონსალო იგუაინთან დაკავშირებითაც ისაუბრა: "ვერ გეტყვით, გონსალო გუნდში დარჩება თუ არა. პრემიერ ლიგაში ადაპტაცია საკმაოდ რთულია. თუკი აგენტინელი მომავალ წელსაც აქ ითამაშებს, დარწმუნებული ვარ რომ მეტ გოლს გაიტანს," აღნიშნა სარიმ.  

სხვა სტატიები