Belive

სარი: "მადლობა რონალდუს დედას, რომ ასეთი სამაგალითო ფეხბურთელი გვაჩუქა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის თასის მეოთხედფინალში, "რომას" (3:1) დამარცხების შემდეგ, ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. "ნათელია, რომ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, კრიშტიანუ დიდებულ ფორმაშია. ამიტომაცაა, რომ მას ასე ხშირად გააქვს გოლები. არც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გახდეს ის უკეთესი ფეხბურთელი, ალბათ თავდაცვით ფუნქციებს თუ გააუმჯობესებს. იმაზე, თუ როგორი ფეხბურთელია რონალდუ, საუბარი უხერხულია, უბრალოდ დედამისს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მისი თავი და ასეთი სამაგალითო პიროვნება გვაჩუქა",-თქვა "ბიანკონერის" გამოცდილმა თავკაცმა. ამ სეზონში, პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მოაგროვა.

სხვა სტატიები