Belive

სარი: "ფეხბურთელები ჩემს გვერდით არ არიან."

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
18 თებერვალს, ინგლისის Fa Cup-ის მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ლონდონის "ჩელსიმ" შინ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო და 0:2 დამარცხდა. ეს არის "ლურჯების" მე-3 მარცხი ბოლო 5 მატჩში. თანაც, ისე, რომ გუნდმა ვერცერთ მათგანში მოახერხა გოლის გატანა. "არისტოკრატებთა" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. "დარწმუნებული არ ვარ, რომ ფეხბურთელები ისევ ჩემს გვერდით არიან. მოთამაშეებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. უმთავრესია ვითამაშოთ კარგად და გვქონდეს შედეგიანი მატჩები," - თქვა სარიმ.  

სხვა სტატიები