Belive

სარი რომელიც დღეში 60 ღერ სიგარეტს ეწევა, იუვეს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მოგეხსენებათ, თავდაპირველად ტესტმა დადებითი შედეგი დანიელ რუგანიზე აჩვენა, ხოლო მოგვიანებით, ვირუსი ბლეზ მატუიდის დაუდგინდა. "ბებერმა ქალბატონმა" გასულ კვირას მოთამაშეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდა. ამასთან ერთად, გუნდს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს 60 წლის მწვრთნელი, მაურიციო სარი. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტი რეგულარული მწეველია, რის გამოც ის რისკ ჯგუფში შედის. ამასთანავე, მაურიციოს სეზონის სტარტზე პნევმონია (ფილტვების ანთება) ჰქონდა, რაც მასზე განსაკუთრებულად დაკვირვების საჭიროებას კიდევ უფრო ზრდის.

სხვა სტატიები