Belive

სარი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაურისიო სარი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს. Sky Sports-ის ინფორმაციით, "რომას" წარმომადგენლები იტალიელი მწვრთნელის აგენტს შეხვდნენ და მასთან შეთანხმებას მიაღწიეს. იმ შემთხვევაში, თუ სარი "ჩელსიდან" წამოსვლას მოინდომებს, რომაული კლუბის კარი მისთვის ღია იქნება. მაურისიოს ირგვლივ შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე კი ეს საკმაოდ რეალური იქნება. იტალიელის გაწვრთნილი "ჩელსი" საშინელ ფორმაშია და ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. შეგახსენებთ, რომ სარი ლონდონურ კლუბში წასვლამდე სწორედ სერია ა-ში, კერძოდ კი "ნაპოლიში" მუშაობდა.

სხვა სტატიები