Belive

სარი: "ვიცი, რომ მას წასვლა უნდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ "არსენალის" დამარცხების შემდეგ, ედენ აზარის შესახებ ისაუბრა. უდიდესი ალბათობით, ბელგიელი მალე "ლურჯებს" დაემშვიდობება. "აზარი საოცარი ფეხბურთელია. 2-3 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ გამეგო, თუ როგორი პიროვნებაა ედენი.  ვიცი, რომ ბელგიელს წასვლა უნდა. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ," - თქვა სარიმ.

სხვა სტატიები