Belive

სარის აზრით, ინგლისის თასის ფინალში გასვლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშზე რთულია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ "ბარნლისთან" პრემიერლიგის ტურის მატჩამდე ჟურნალისტებთან საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. 60 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა.. "პრემიერლიგა ძალიან რთული ტურნირია, თასის ფინალში კი თამაში "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მოგვიწია. რაც შეეხება ფინალს, ბოლო მატჩში "მანჩესტერ სიტისთან" დავმარცხდით. ვფიქრობ, რომ აქ მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში. ზოგიერთი ჩემპიონთა ლიგას ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რა თქმა უნდა, ეს ტურნირი კლუბებისთვის ყველაზე მნიშნელოვანია, მაგრამ ყველაფერი მაინც იღბალზეა დამოკიდებული," - თქვა სარიმ.  

სხვა სტატიები