Belive

სასაცილო საფეხბურთო შეცდომები სოციალურ ქსელებში 

4 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ

სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ეს უფრო მარტივს ხდის ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობას. მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ფეხბურთელი სარგებლობს სოციალური ქსელით და ბევრი მათგანი ამას საკმაოდ წარმატებულადაც აკეთებს. არსებობს შემთხვევები, როცა საფეხბურთო კლუბები და მოთამაშეები სოციალურ ქსელში კურიოზულ პოსტებს ანთავსებენ ან მომხმარებელთან მიმოწერა აქვთ. აქ პრემიერლიგის თითოეული კლუბის სოციალური ქსელის ისტორიიდან ყველაზე საინტერესო მომენტებს შემოგთავაზებთ. "არსენალი" - გრანიტ ჯაკას მეუღლემ Instagram-ის ანგარიში გააუქმა ოქტომბერში, ლონდონური კლუბის ფეხბურთელს გულშემატკივრებთან ურთიერთობა დაეძაბა, უნაი ემერიმ მას კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა. შემდეგი ნაბიჯი შვეიცარიელი ფეხბურთელის მიერ ქომაგების შეურაცხყოფა იყო, რამაც ფანების აგრესია გამოიწვია და ისინი ჯაკას მეუღლეს მოკვლით დაემუქრნენ. საბოლოოდ ლეონიტამ ანგარიში გააუქმა.

No description available.
"ასტონ ვილა" - ჯოლეონ ლესკოტის "ჯიბის პოსტი" "ლივერპულთან" 0:6 განადგურების შემდეგ, მაშინ, როცა გულშემატკივრები გუნდის წევრებს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ, "ასტონ ვილას" ფეხბურთელმა Twitter-ში "მერსედესის" ფოტო განათავსა. ცოტა ხანში, ინგლისელმა მცველმა ფოტო წაშალა და დაწერა: "ეს პოსტი შემთხვევით დაიდო. ეს მაშინ მოხდა, როცა მანქანას ვმართავდი, ტელეფონი კი ჯიბეში მედო". "ბორნმუთი" - სიმონ ფრენცისის ფოტოშოპი სიმონ ფრენცისი კლუბის ლეგენდაა, რომელიც "ბორნმუთს" ლიგა 1-დან პრემიერლიგაში აღზევებაში დაეხმარა. წინა წლის დეკემბერში, "ჩელსისთან" მატჩისას, "ალუბლებმა" 34 წლის ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისას, მისით სტივ კუკის ჩანაცვლება სცადეს, თუმცა ფოტოშოპი წარუმატებელი გამოდგა. "ბარნლი" - ანდრე გრეის ჰომოფობიური პოსტი ამჟამად "ოუტფორდში" მოთამაშე ფეხბურთელმა Twitter-ში პოსტი 8 წლის წინ გამოაქვეყნა, რომელშიც გეების მიმართ სიძულვილი გამოამჟღავნა. მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.  
No description available.
"ჩელსი" - ჯეიდონ სანჩოს აღნიშვნა ამჟამად, "დორტმუნდის" თავდამსხმელმა, რომელიც "მანჩესტერ სიტის" აკადემიის აღზრდილია, 2012 წელს ლონდონური კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება აღნიშნა.
No description available.
"კრისტალ პალასი" - უეინ ჰენესის ნაცისტური სალამი როგორც უელსელმა ფეხბურთელმა მოგვიანებით ახსნა, ეს უბრალოდ მეგობრის მისამართით ხუმრობა იყო.
No description available.
"ევერტონი" - ფაბიან დელფის კამათი გულშემატკივართან იანვარში, ინგლისის ასოციაციის თასზე "ლივერპულთან" დამარცხების შემდეგ გაცხარებულმა დელფმა Instagram-ზე გულშემატკივართან უწმაწური სიტყვებით იკამათა.
No description available.
"ლესტერი" - ჰამზა ჩოდრის ისტორიული პოსტი 2013-14 წლებში, მაშინ როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი 15-16 წლის იყო, რამდენიმე გამაღიზიანებელი პოსტი განათავსა, მან ჯერ ქალთა ფეხბურთი გააკრიტიკა, შემდეგ რასისტული აგრესია გამოხატა, ბოლოს კი ის ადამიანები დაამცირა, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. რამდენიმე წლის შემდეგ, ჩოდრიმ ახალგაზრდული შეცდომების გამო მოიბოდიშა.
No description available.
"ლივერპული" - პოლ კონჩესკის დედის და გულშემატკივრის კამათი პოლ კონჩესკის "ლივერპულური" კარიერა წარმატებულად ვერ აეწყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი დედამისის მიერ სოციალურ ქსელში ფანებთან ცხარე კამათი იყო, სადაც ამტკიცებდა, რომ მის ვაჟს "ფულემი" არასდროს უნდა დაეტოვებინა.
No description available.
"მანჩესტერ სიტი" - ტოტის ინგლისში არასდროს გაუტანია ჩემპიონთა ლიგაში "რომასთან" დაპირისპირებამდე 1 საათით ადრე, "ქალაქელთა" Twitter-ში დაწერეს: "მოუთმენლად ველით "რომას" და ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტის. მას ინგლისში არასდროს გაუტანია". მატჩი 1:1 დასრულდა, იტალიური კლუბის მხრიდან გოლი ტოტიმ გაიტანა, რომელმაც თქვა, რომ "სიტის" პოსტი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა.
No description available.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - დარენ გიბსონის ორსაათიანი ანგარიში 2011 წელს გიბსონმა Twitter-ში ანგარიში შექმნა, 2 საათის შემდეგ კი გააუქმა, როგორც აღმოჩნდა მიზეზი "მანიუს" ქომაგების შეტევა იყო. "ფეხბურთისთვის" საერთოდ შეუსაბამო ხარ", "არ ვიცი რა დაინახა ფერგიმ შენში", - ფეხბურთელის ფოსტა მსგავსი წერილებით აივსო.
No description available.
"ნიუკასლი" - ჰარის ვუკიჩის ფოტო ახალი ზელანდიის გზაზე მალაიზიური ავიახაზების MH17-ის ავიაკატასტროფის შედეგად "ნიუკასლის" ორი ახალგაზრდა გულშემატკივარი გარდაიცვალა, რომლებიც "კაჭკაჭების" წინასასეზონო ტურზე ახალ ზელანდიაში მიემგზავრებოდნენ. მეორე დღეს, იგივე რეისით "ნიუკასლის" ფეხბურთელები გაემგზავრნენ, როცა ჰარის ვუკიჩმა დაპოსტა: "ახალი ზელანდია, ჩვენ მოვდივართ, ძილის დროა". მოგვიანებით, ფეხბურთელმა პოსტი წაშალა და დაწერა: "ბოდიში, თუ ჩვენმა პოსტმა ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა, მიზანმიმართულად არაფერი გაგვიკეთებია. ვწუხვართ გარდაცვლილებზე".~
No description available.
"ნორვიჩი" - ტედ კენტველმა გაახმაურა, რომ "არსენალის" გულშემატკივარია "მოხარული ვარ, რომ "არსენალის" გულშემატკივრად ვრჩები" - ეს "ნორვიჩის" ფეხბურთელმა 2014 წელს დაწერა.
No description available.
"შეფილდ იუნაიტედი" - დინ ჰენდერსონის კამათი ფანებთან წინა სეზონის შეფილდური დერბის დროს, ჰენდერსონი ქომაგს ჯერ მოედანზე, შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა. გუნდის გულშემატკივარი მას მეორე ტაიმში დაბნეულობას და შეშინებულობაში ადანაშაულებდა. ჰენდერსონი: "გთხოვთ შეწყვიტეთ ჩემი სახელის დაძახება, ეს ჩემს გრძნობებს აღიზიანებს.
No description available.
"საუტჰემპტონი" - ფეხბურთელების ნიღბები გულშემატკივრებმა საყვარელი კლუბის ფეხბურთელების სახის მქონე ნიღბები მოირგეს, ეს 2014 წელს, "სუონსისთან" პრემიერლიგის მატჩში მოხდა. ფოტო ქომაგთა გვერდმა გამოაქვეყნა.
No description available.
"ტოტენჰემი" - დარენ ბენტი დანიელ ლევის შესახებ ფეხბურთელმა რამდენიმე წლის წინ დაწერა ის, რომ კლუბის ხელმძღვანელი დანიელ ლევი წასვლის უფლებას არ აძლევდა: „მინდა „ჰალში“ წასვლა? არა. მინდა „სტოკში“ წასვლა? არა. მინდა „სანდერლენდში“ წასვლა? კი, ასე რომ ლევი, შეწყვიტე ეს დ****ი ყველაფერი. „სანდერლენდი“ პრობლემას არ წარმოადგენს. ბენტმა სურვილი ერთი თვის შემდეგ აისრულა.
No description available.
ოუტფორდი“ - გარი ლინეკერის პოსტი მარკო სილვაზე როცა, „უოტფორდმა“ 2018 წლის იანვარში მარკო სილვა გაათავისუფლა, ლინეკერმა დაწერა: „აბსურდული გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, „ოუტფორდმა“ მარკო სილვას გაშვებით საშინელი გადაწყვეტილება მიიღო. მათ მარკოს პირველივე ჩავარდნა არ აპატიეს. ის ფეხზე ძალიან მალე ადგება, „ოუტფორდი“ კი ძალიან დასუსტდება. კლუბმა პასუხის გაცემისგან თავი თითქმის ერთი წლის განმავლობაში შეიკავა და 2019 წლის იანვარში, მაშინ, როცა ხავი გარსიას ხელში გუნდი შესანიშნავ ფორმაში და მეშვიდე ადგილზე იყო, დაწერეს: „ახლა რას იტყვით?“ მალე, კლუბის დირექტორმა სკოტ დუქსბერიმ დაწერა, „ბოდიში გარი, ჩვენ შესაძლოა უფრო მეტი სოციალური მედიის მენეჯერი გავათავისუფლოთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი. ისინი უბრალოდ წარმატებით აჟიტირებულები იყვნენ“. „ვესტ ჰემი“ - დევიდ გოლდს ფეხბურთელები აერია 2015 წელს, „ჩაქუჩების“ აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გოლდმა კლუბის ახალ შენაძენ პედრო ობიანგს კონტრაქტის გაფორმება „იუვენტუსის“ მცველის ანხელო ოგბონას ფოტოთი მიულოცა.
No description available.
ვულვზი“ - ჩვენ ყველას გვიყვარხარ დიდო უილი როცა „ვულვზმა“ „ნიუკასლთან“ გაათანაბრა, სოციალური ქსელის ადმინისტრატორმა გადაწყვიტა დაეწერა: „ჩვენ ყველას გვიყვარხარ დიდო უილი“.

სხვა სტატიები