Belive

სასიხარულო ინფორმაცია საბურთალოსა და ზაგრების დინამოს მატჩამდე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
23 ივლისს თბილისში უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩი "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის გაიმართება. აღნიშნულ დაპირისპირებას "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. თბილისურმა გუნდმა 16 ივლისს "შერიფთან" გამართულ უდრამატულეს შეხვედრაში მხარდაჭერისთვის გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. "საბურთალოს" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, 23 ივლისს "დინამოსთან" თამაშში ბილეთის ფასი სიმბოლური, 1 ლარი იქნება. თბილისელებს სურდათ, რომ დასწრება თავისუფალი ყოფილიყო, თუმცა UEFA-ს რეგულაციები ამის უფლებას არ იძლევა.

სხვა სტატიები