Belive

სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო, მარადონას ადვოკატი გამოძიებას ითხოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიეგო არმანდო მარადონას ადვოკატი და აგენტი, მატიას მორლა, გამოძებას ითხოვს - მისი განცხადებით, ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი სასწრაფო დახმარების დაგვიანება გახდა. დიეგო 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გამოძახების შემდეგ მის დასახმარებლად 6 სასწრაფოს ეკიპაჟი მივიდა, თუმცა მარადონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. მატიას მორლას განცხადებით, სასწრაფოს ეკიპაჟს დიეგოს სახლამდე მისასვლელად ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა. მისი თქმით, ექიმებმა "იდიოტიზმის დონის კრიმინალი" ჩაიდინეს, რომელზეც რეაგირებაა საჭირო. მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა, 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. სამოქალაქო პანაშვიდი კი საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, სადაც მარადონას მთელი დღის განმავლობაში, პატივი ათასობით არგენტინელმა მიაგო.
hzmaradona1126e

შეგახსენებთ, მარადონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, საავადმყოფოში ნოემბრის დასაწყისში იმყოფებოდა. ტვინში სისხლის გაჟონვის გამო, არგენტინელს ოპერაციაც ჩაუტარდა.    

სხვა სტატიები