Belive

სასწაულებრივი დამთხვევა 2005 წლის სტამბულის ფინალსა და დღევანდელ მატჩს შორის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ლივერპულში, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” “ბარსელონა” 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ამ მატჩში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასწაულებრივი დამთხვევა მოხდა: 2004/2005  წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ლივერპული" "მილანს" უპირისპირდებოდა, "ლივერპული" პირველი ტაიმის შემდეგ 3:0 მარცხდებოდა, მეორე ტაიმში კი მატჩის 54 და 56 წუთებზე გოლები სტივენ ჯერარდმა და ვლადიმირ შმიცერმა გაიტანეს. ჩემპიონთა ლიგის 2018/19 სეზონის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში, "ლივერპულმა", კერძოდ კი ვეინალდუმმა "ბარსელონას" 2 წუთიან მონაკვეთში სწორედ 54-ე და 56-ე წუთებზე გაუტანა.

სხვა სტატიები