Belive

სასწრაფოდ: ანჩელოტი ევერტონს შეუთანხმდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი "ევერტონს" შეუთანხმდა. მოლაპარაკების გაოფიციალურების შემთხვევაში, იტალიელი სპეციალისტი სულ მალე მერსისაიდულ გუნდს უხელმძღვანელებს. როგორც იცით, გასულ კვირას ანჩელოტი "ნაპოლიში" დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა "გენკი" 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ ანჩელოტი მატჩის დასრულებისთანავე დაითხოვა და გუნდის ახალ ხელმძღვანელად ჯენარო გატუზო დაასახელა. რაც შეეხება "ევერტონს" - ცუდი შედეგების გამო, ინგლისელებმა 5 დეკემბერს მარკო სილვა გაუშვეს. პორტუგალიელი დროებით გუნდის ლეგენდამ, დანკან ფერგიუსონმა შეცვალა. უნდა ითქვას, რომ კარლო ანჩელოტი მერსესაიდულ კლუბს რთულ ვითარებაში იბარებს. "ევერტონს" პრემიერლიგის 18 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და გუნდს გასავარდნი ზონიდან 3 ქულა აშორებს. 60 წლის იტალიელ სპეციალისტს ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს. შეგახსენებთ, რომ კარლო 2009-2011 წლებში ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც პრემიერლიგის, FA თასის და ინგლისის ლიგის თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები