Belive

სასწრაფოდ: არიენ რობენმა კარიერა დაასრულა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰოლანდიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა, 35 წლის ასაკში კარიერის დამთავრების შესახებ განცხადება გააკეთა
"რამდენიმე კვირის მანძილზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ყველამ იცის, რომ მე დრო ავიღე გადაწყვეტილების მისაღებად ბაიერნში ბოლო მატჩის შემდეგ. და მე გადავწყვიტე რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემს კარიერაშ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება როდესაც ერთმანეთს გული და გონება დაუპირსპირდნენ", - წერია რობენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ რობენმა საკლუბო დონეზე 602 მატჩი ჩაატარა, 210 გოლი გაიტანა, 162 ასისტი გააკეთა და 28 მთავარი ტიტული მოიგო. ჰოლანდიის ნაკრებში კი 14 წლის მანძილზე 96 მატჩში 37 გოლის გატანა მოასწრო.    

სხვა სტატიები