Belive

სასწრაფოდ: კასილასმა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. კასილასი პირველ მაისს გულის შეტევით საავადმყოფოში დააწვინეს, სადაც რამდენიმე დღე გაატარა. საბედნიეროდ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ შეექმნა, თუმცა მისთვის საფეხბურთო კარიერის გაგრძელება რეკომენდირებული არ არის. პორტუგალიური გამოცემების ინფორმაციით, ის მომავალი სეზონიდან დიდი ალბათობით აღარ ითამაშებს.
"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. არ ვიცი მომავალში რა იქნება" - განაცხადა თავად ფეხბურთელმა.
ესპანური გამოცემა მარკა კი დარწმუნებულია, რომ კასილასი კარიერას დაასრულებს. ესპანელ მეკარეს "პორტოსთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები