Belive

სასწრაფოდ: ფლამენგოს ბაზაზე მომხდარ ხანძარს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ფლამენგოს" სავარჯიშო ბაზაზე მომხდარს ხანძარს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. წყაროს მტკიცებით, შესაძლოა გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ წუთისათვის უცნობია. ბრაზილიური კლუბის სავარჯიშო მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ დამატებითი ცნობები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გარდაცვლილთა ვინაობის თაობაზე დაზუსტებული ცნობები არ ვრცელდება - თუმცა დადასტურებულია, რომ დამწვარ ობიექტებზე "ფლამენგოს" 14 და 18-წლამდელთა აკადემიის წევრები იმყოფებოდნენ.

სხვა სტატიები