Belive

სასწრაფოდ: ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელად დაინიშნა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელია - აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელმა გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ჟოზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელსაც კარიერაში 25 ტიტული აქვს მოგებული. ის წვრთნიდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა პორტო, ინტერი, ჩელსი, მადრიდის რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი. მას ეროვნული ჩემპიონატი 4 ქვეყანაში აქვს მოგებული. ასევე, ის შედის იმ 3 მწვრთნელს შორის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ორი სხვადასხვა გუნდით აქვს მოგებული (პორტო და ინტერი). აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ ლიგა მოურინიოს 3-ჯერ აქვს მოგებული.
"ტოტენჰემში" გადასვლასთან დაკავშირებით, სიხარული გამოთქვა ჟოზე მოურინიომ: ძალიან მიხარია რომ შვუერთდი გუნდს, რომელსაც დიდი ისტორია და შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. ძალიან მომწონს ის, რომ "ტოტენჰემს" შესანიშნავი ძირითადი და ახალგაზრდული გუნდები ჰყავს," აღნიშნა პორტუგალიელმა. გუშინ "ტოტენჰემმა" გუნდის ხელმძღვანელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინო სრულიად მოულოდნელად გაათავისუფლა. მიზეზად მიმდინარე სეზონის შედეგები დასახელდა, თუმცა ლონდონური კლუბის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გასული წლების შთამბეჭდავი პროგრესის მთავარი არქიტექტორი სწორედ არგენტინელი ხელმძღვანელი იყო. არსებული კონტრაქტის პირობებით, “ტოტენჰემმა” პოჩეტინოს კონტრაქტის გაწყვეტის გამო სულ მცირე 12 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. 47 წლის სპეციალისტი ლონდონურ კლუბში 2014 წლიდან მოყოლებული მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით “ტოტენჰემს” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ჩემპიონთა ლიგაში და წინა სეზონში ამ ტურნირის ფინალშიც გავიდა.
 

სხვა სტატიები