Belive

სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნები - გიორგი ჩაკვეტაძე კოსოვოსთან გამოირიცხა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურში, კოსოვოს ნაკრებს ესტუმრება. როგორც ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნები აქვს, რის გამოც იგი ეროვნულ ნაკრებთან ერთად, კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ვერ გაემგზავრა. გიორგი ჩაკვეტაძის გარდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს: გიორგი აბურჯვანია და ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებიან, ასევე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ჟორჟ მიქაუტაძე.    

სხვა სტატიები