Belive

სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მიღებული თანხით სერია ა-ში ინტერი ლიდერობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერია ა-ს 2021-2022 წლების სეზონში სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ,,ინტერმა'' 84,2 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. გამომუშავებული თანხები დამოკიდებულია სტადიონზე მაყურებელთა დასწრებისა და DAZN-ის პლატფორმაზე მატჩების ნახვების რაოდენობაზე, ასევე, გუნდების სპორტულ შედეგებზე. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ,,ნერაძურიმ'' მიღებული თანხიდან (84,2 მილიონიდან) 17,6 მილიონი ევრო გამოიმუშავა როგორც საუკეთესო დასწრების მქონდე გუნდმა. მეორე ადგილზე 77,9 მილონი ევროთი ტურინის ,,იუვენტუსი'' გავიდა, მესამეზე კი ,,მილანი'' (77,8 მილიონი ევრო). ხუთეულში ,,ნაპოლი'' (68,5 მილიონი) და ,,რომა'' (64,1 მილიონი) მოხვდნენ. ყველაზე მცირე თანხა (26 მილიონი) ,,ვენეციას'' ერგო. როგორც Football Italia წერს, იტალიის ჩემპიონმა სატელევიზიო უფლებების გაყიდვით უფრო ნაკლები თანხა გამოიმუშავა, ვიდრე პრემიერლიგის ბოლოადგილოსანმა. სერია ა-ს გასული სეზონის გამარჯვებული ,,მილანი'' გახდა. ,,როსონერიმ'' ჩემპიონატი 86 ქულით დაასრულა და მეორეადგილოსან ,,ინტერს'' 2 ქულით აჯობა.

სხვა სტატიები